მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დმანისში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ოპოზიციის ორი აქტივისტი დაჭრეს

 გავრცელებული ინფორმაციით, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა  დაჭრეს

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ოპოზიციის ერთიანი მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოპოზიციის ორი აქტივისტი ცივი იარაღით არის დაჭრილი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ავრცელებს.

მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო PIA.GE შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.