სამართალი

DTRA-ს ევრაზიის ოფისის ახალი ხელმძღვანელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობებს გაეცნო

DTRA-ს ევრაზიის ოფისის ახალი
ხელმძღვანელი საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახურის ქბრბ
ინციდენტებზე რეაგირების
შესაძლებლობებს გაეცნო
1632385359
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს შესაძლებლობებს აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის ახალი ხელმძღვანელი - ბერნი დობნერი პირადად გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ბერნი დობნერი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა დავით სუხიშვილმა და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს უფროსმა - მალხაზ ლაგურაშვილმა უმასპინძლეს.

ქბრბ ინციდენტზე რეაგირების კუთხით საჩვენებელი სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა და სტუმრები დეკონტამინაციის პროცედურებს გაეცნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციით, მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ევრაზიის ოფისის ხელმძღვანელმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა. აღნიშნული აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს DTRA-სგან, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში გადმოეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და DTRA-ს უკვე რამდენიმე წელია მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. თანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურმა სხვადასხვა ტიპის ქბრბ აღჭურვილობა მიიღო, ასევე, მონაწილეობდა DTRA-ს მიერ ორგანიზებულ უწყებათაშორის სწავლებებსა და ტრენინგებში.

სახალხო დამცველი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1634487065

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1634486513

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა.

1634485859

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

1634482770
დაპირისპირება ეთერში

„შენ, ნიკა მელიამ და სააკაშვილმა დათხარეთ თვა...

ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ მოიხსენია.

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანა...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილები...

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფ...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.