სამართალი

ე.წ. „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

საქართველოს პროკურატურის
განცხადება 2008 წლის ომის
საქმეზე სტრასბურგის
სასამართლოს
გადაწყვეტილების შესახებ
1616148368
დაკოპირებულია

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ე.წ. „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა და მოყვანის ფაქტზე თ.გ., ა.გ. და გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თურქეთში მყოფი ე.წ. „კანონიერ ქურდი“ - თ.გ. და „ქურდული სამყაროს“ წევრი გ.გ. დაუკავშირდნენ გ.გ-ს მამას - ა.გ.-ს და ორგანიზება გაუკეთეს ბიზნესმენ მ.ყ.-სგან ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას.

„დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2020 წლის 1 ივნისს მ.ყ.-ს ვინმე “მაგამედი“ დაუკავშირდა, ჩეჩენი ეროვნების კრიმინალური დაჯგუფების წევრად გაეცნო და მისი შვილის გატაცების ორგანიზებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ, 60 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. 2 ივნისს მ.ყ.-ს ასევე დაუკავშირდა ა.გ. და პრობლემის „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებისა და ე.წ. „კანონიერი ქურდის“ თ.გ.-ს დახმარებით მოგვარებას დაპირდა. ა.გ. არწმუნებდა მ.ყ-ს, რომ თითქოსდა, ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ თ.გ.-მ გადაიხადა ჩეჩენი ეროვნების კრიმინალების მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი და აქედან გამომდინარე, მ.ყ.-ს თანხა ე.წ. „კანონიერი ქურდისთვის“ უნდა გადაეხადა. დაშინებისა და „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად მოქმედების იძულების მიზნით, მ.ყ-ს, თურქეთის რესპუბლიკიდან რამდენჯერმე დაუკავშირდნენ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ თ.გ. და „ქურდული სამყაროს“ წევრი გ.გ. და კატეგორიულად მოითხოვდნენ თანხის გადახდას, ასევე „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად მოქმედებას. მ.ყ-მ დაშინებითა და მუქარით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი 12 ივნისს ქ.სენაკში ა.გ.-ს გადასცა, რის შემდეგაც ა.გ. სამართალდამცველებმა დააკავეს“, - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ა.გ-მ ნარკოტიკული საშუალების შემცველი დიდი ოდენობით მცენარე უკანონოდ დათესა და მოიყვანა.

„თ.გ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), ხოლო ა.გ.-ს და გ.გ.-ს 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), ასევე, ა.გ-ს ბრალდება 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინათ. ვინაიდან თ.გ. და გ.გ. თავს არიდებდნენ გამოძიებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, თ.გ.-ს და გ.გ.-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თ.გ., ა.გ. და გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თ.გ-ს 9 წლით, ხოლო ა.გ-ს და გ.გ-ს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფექციური საავადმყოფოს
გენერალური დირექტორი
თენგიზ ცერვცაძე Pia.ge

„მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და...

„კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1632328746

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 22 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

1632336226

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას გიდების ასოციაცია ეხმაურება.

1632335315

„ისე, რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე შევამცირეთ, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1632335036

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს ეხმიანება.

1632334111
2 ოქტომბრის არჩევნებში
ხმის ელექტრონულად
დათვლის საპილოტე პროექტი -
კრწანისის საარჩევნო
ოლქში იმიტირებული
არჩევნები ჩატარდა

2 ოქტომბრის არჩევნებში ხმის ელექტრონულად დათვ...

კრწანისის საარჩევნო ოლქში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმიტირებული არჩევნები გაიმართა. სწორედ კრწანისის საარჩევნო ოლქში გაიმართება 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტი 31 საარჩევნო უბანზე განხორციელდება. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ გამარჯვება...

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელმაც იცის როგორ განახორციელოს წარმოდგენილი პროექტები“ - ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბროლაურში,...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში 5 0...

საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი შენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.