მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ბრალდების მხარე ლმობიერია, ხოლო დაცვის მხარე პირიქით“ - პროკურორი ნიკა მელიაზე

პროკურორი ამირან გულუაშვილი

„შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როცა ბრალდების მხარე საუბრობს ლმობიერ დამოკიდებულებაზე და დაცვის მხარე ითხოვს, თუ რატომ არ მოახდინა პროკურატურამ ნიკანორ მელიას დაპატიმრება. ყველა ამ საკითხზე ვიმსჯელებთ კომიტეტის სხდომაზე“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, სადეპუტატო იმუნიტეტი იდნულგენცია არავისთვის იქნება.

„საპარლამენტო იმუნიტეტი და თანამდებობრივი მდგომარეობა არავისთვის არ არის ინდულგენცია. კანონი ყველასთვის უზენაესია და ყველა ვალდებულია დაემორჩილოს მას“, - აღნიშნა პროკურორმა.

პროკურორის განმარტებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების ოთხივე მიზეზი არსებობს. ესენია: მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა დაიწყო.

დეპუტატები იმსჯელებენ საკითხზე, უნდა მოეხსნას თუ არა ნიკა მელიას დეპუტატი იმუნიტეტი.

„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ნიკა მელიამ საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

პარლამენტის ფუნქციაში არ შედის, განსაზღვროს ნიკა მელიას ბრალეულობა - გიორგი ვოლსკი

მელია: გარანტიას გაძლევთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ!

„თითს პულტის წითელ მხარეს მივაჭერთ“ - ლევან იოსელიანი