სამართალი

2 კგ-მდე „კოკაინის“ შემოტანის ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვისა
და საქართველოში
შემოტანის ფაქტზე
თურქეთის მოქალაქე
დააკავეს
1627196082
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ს შსს-ში განუცხადეს.

„შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა.გ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში, წინასწარ მოწყობილ სამალავში დაახლოებით 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“აღმოაჩინეს.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ამ ეტაპზე, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ ბრაზილიის რესპუბლიკაში შეიძინა და ტრანზიტული გზით საქართველოში შემოტანა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავრობის
ადმინისტრაციასთან ირაკლი
ბებუას ოჯახმა საპროტესტო
აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუა...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632039043

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632038013
აშშ-ს დაავადებათა
კონტროლის ცენტრის
დირექტორი

„არის იმედი, რომ კორონავირუსი გაზაფხულისთვის...

„კოვიდპანდემია მომდევნო წლის გაზაფხულისთვის დასრულდება“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

1632037406
„დაიმახსოვრეთ, გახარია რუსეთზე მომუშავე...

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობს.

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების...

სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოში უმდიდრესი ვალტონის ოჯახია, რომელიც უმსხვილეს საბითუმო და საცალო გაყიდვების ქსელს Walmart-ს ფლობს. ოჯახის ქონება ჯამში 238.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგე...

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს მიმართავს. იგი მედიისგან ითხოვს არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და ახალგაზრდას სახელის შებღალვა.