მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქრაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ოშხარელმა გამოაცხადა. სასჯელის ზომა შემდეგ პროცესზე გამოცხადდება.
შაქარაშვილის საქმეზე განაჩენი გამოუტანეს შემდეგ პირებს: ზ.ხ.-ს, აკაკი ქვრივიშვილს, ნიკოლოზ ცუცქირიძეს, ლაშა შერმადინს, გიორგი მერაბიშვილსა და ნიკოლოზ ქანაშვილს.
📌 შეგახსენებთ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპოვეს.
📌 სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.
📌 ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, მათ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.