მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

მცხეთის სასამართლოს შენობა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ. 

გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. სასჯელის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:

ლაშა შერმადინი - 5 წელი და 3 თვე, გიორგი მერაბიშვილი - 5 წელი და 3 თვე, ნიკოლოზ ცუცქირიძე - 5 წელი და 3 თვე, აკაკი ქვრივიშვილი - 6 წელი და 9 თვე, ზ.ხ - 6 წელი და 9 თვე.

სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს გამამტყუნებელი განაჩენი 13 ნოემბერს გამოუტანა.

📌 შეგახსენებთ, ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

📌 სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

📌 ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, მათ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.