მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გომელაური: გამოძიება დაადგენს მძევლებს შორის ჰყავდა თუ არა თანამზრახველი თავდამსხმელს

აზერბაიჯანი-სომხეთის დაპირისპირებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, ჰყავდა თუ არა ზუგდიდში თავდამსხმელს თანამზრახველი.

„გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გეტყვით ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველი იმ პირებს შორის ვინც მას გაჰყვა მძევლებიდან, ვინც აყვანილი ჰყავდა მძევლად მათ შორის იყო თავდამსხმელი და გაათავისუფლა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ერთ-ერთი მძევალი დავით ხვიბლიანი თავდამსხმელის თანამზრახველი იყო.

„დავით ხვიბლიანი არის ერთ-ერთი ადამიანი 43-დან, რომელიც მძევლად აიყვანა თავდამსხმელმა. დანარჩენს ვიტყვით გამოძიების დასრულების შემდეგ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.

👉 გომელაური თავდამსხმელისთვის მიცემულ თანხაზე: ბიუჯეტიდან ნამდვილად არ არის

👉 შს მინისტრი: თავდამსხმელი მანქანიდან გადავიდა და მიიმალა

👉 გომელაური: ქობულეთში ჩვეულებრივი ძარცვა მოხდა