მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გომელაური: ქობულეთში ჩვეულებრივი ძარცვა მოხდა

გომელაური მარნეულში

დღეს, 22 ოქტომბერს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მომხდარ ძარცვასა და ქობულეთში „საქართველოს ბანკთან“ ძარცვის შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ქობულეთში ძარცვა ბანკში კი არა, მის გარეთ მოხდა.

„ეს იყო ჩვეულებრივი ძარცვა და ამის მსგავსი ბევრი ქეისი არსებობს. ბანკში არა, მის გარეთ მოხდა შემთხვევა, პიროვნებას გამოსტაცა თანხა ხელიდან და გაიქცა ადამიანი.

ეს არ არის ბანკში შეყვანა და მძევლების აყვანა, ეს ორი შემთხვევა სულ სხვადასხვა რამეა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, დღეს ქობულეთში „საქართველოს ბანკთან“ ძარცვა მოხდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 ქობულეთში „საქართველოს ბანკთან“ ძარცვა მოხდა

👉 ზუგდიდში ერთ-ერთ ბანკში მძევლები აიყვანეს

👉 შს მინისტრი: თავდამსხმელი მანქანიდან გადავიდა და მიიმალა

👉 გომელაური თავდამსხმელზე: ოკუპირებულ აფხაზეთში თუ გადავა, კარგი იქნება თუ გადმოგვცემენ