მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გომელაური თავდამსხმელზე: ოკუპირებულ აფხაზეთში თუ გადავა, კარგი იქნება თუ გადმოგვცემენ

შს მინისტრი მარნეულში

ოკუპირებულ აფხაზეთში თუ გადავა, კარგი იქნება, თუ გადმოგვცემენ, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელთან დაკავშირებით განაცხადა.

„თუ გადმოგვცემენ, ძალიან კარგი იქნება. მაგრამ, ჯერ ვნახოთ, გადავა თუ არა“,- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ, 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ოზურგეთის ფილიალში თავდამსხმელი შევიდა, რომელმაც მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა.

რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.

მოგვიანებით, ე.წ. აფხაზეთის სუს-მა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, თავდამსხმელი მანქანით აფხაზეთის მიმართულებით გაემართა თუ არა.

"აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის ძალები სასაზღვრო პასუხისმგებლობის ზონაში, რუსეთთან ერთად, მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, რომ კრიმინალი არ შევიდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე”, - აცხადებენ ე.წ. აფხაზეთის სუს-ში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 შს მინისტრი: თავდამსხმელი მანქანიდან გადავიდა და მიიმალა

👉 გომელაური: ქობულეთში ჩვეულებრივი ძარცვა მოხდა

👉 გომელაური თავდამსხმელზე: ოკუპირებულ აფხაზეთში თუ გადავა, კარგი იქნება თუ გადმოგვცემენ