მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურამ ფალავანდიშვილის და „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

მორგოშია

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარის გურამ ფალავანდიშვილის და „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს.

საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ სხვადასხვა მისამართებზე მიმდინარეობს და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

ამასთან, ჩხრეკა მიმდინარეობს „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის და კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც.

ინფორმაციით, 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.

ამავე თემაზე:

🔴 „გეი პრაიდი კი არა, ვერანაირი სექსუალური ორიენტაციის ადამიანები ვერ გამოვლენ“ - კონსტანტინე მორგოშია

🔴 ლექსო ლაშქარავაზე ძალადობისთვის ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

🔴 TV პირველის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ვ.ბ.-ს, ხოლო მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე დ.ქ.-ს ბრალდება წარედგინა

🔴 „ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება დიდი დარღვევა იყო“ - მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე