სამართალი

ირაკლი შოთაძე ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს შეხვდა

ირაკლი შოთაძე
ევროკავშირის სასამართლოს
მხარდაჭერის პროექტის
ხელმძღვანელს, მოსამართლე
რენატე ვინტერს შეხვდა
1623857069
დაკოპირებულია

საქართველოში ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა ესწრებოდნენ. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროექტის ხელმძღვანელს რენატე ვინტერს ევროკავშირის პროექტის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემისა და აღდგენითი მართლმსაჯულების კიდევ უფრო განვითარება წარმოადგენს.

ირაკლი შოთაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროკურატურა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობას ამ მიმართულებებით კვლავაც აქტიურად გააგრძელებს.

შეხვედრაზე, საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ევროკავშირის როლი საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის განვითარების მიმართულებით და მომავალი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მოდერნა და ფაიზერი

„მოდერნა“ და „ფაიზერი“ კორონავირუსის საკ...

ფარმაცევტულმა კომპანიებმა „მოდერნამ“ და „ფაიზერმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინების გაძვირების შესახებ გამოაცხადეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს The Financial Times-ზე დაყრდნობით.

1627841480

,,საჯაროდ გაცემული პირობა შევასრულე და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში “მთავარი არხის” ორი ჟურნალისტი ვამხილე ჩემი 7 მიზნით მიზანმიმართულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაში!" - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1627846271

81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანანა მაჩაბელი.

1627845129

თურქეთში, მეხანძრე-მაშველმა სამუშაოს შესრულების დროს კუ ტყის ხანძრისგან გადაარჩინა და ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

1627843621

„ჩვენმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ორი პოლიტიკური ძალა. ეს არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამ შეთანხმების ანულირებაში მთავარი დამნაშავე იყო და მეორე, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა გახარია“, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

1627842786
იურისტი თამთა
მეგრელიშვილი Pia.ge

2011 წელს მსოფლიო შეძრა მასობრივმა მკვლელობამ...

,,გაეროს მიერ გამოქვეყნებული ბედნიერების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით (World Happiness Report), ნორვეგია მეორე პოზიციაზეა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვის დონე, უსაფრთხოება, დასაქმების გარანტიები და სხვა", - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი აოციალურ ქსელში წერს.

კოვიდპასპორტების წინააღმდეგ საპროტესტო ა...

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მიერ ახალი რეგულაციის შემოღებამ, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებმა ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა ან Covid 19-ზე უარყოფითი ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ, მოქალაქეებში უკმაყოფილება გამოიწვია. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

სიცილიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

სიციალიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ლავის შადრევანი კრატერის ზედაპირიდან 800 მეტრზე გავრცელდა, რამაც მიმდებარე ტერიტოერიებზე ფერფლის გაბნევა გამოიწვია, სიცილიის სოფლები კი კვამლმა დაფარა.

17 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად გ...

„დინამო ბათუმის“ აკადემიის ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა.