სამართალი

იარაღის გამოყენების მუქარით სხვისი მოპედის დაუფლებისთვის პირს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურა121212
1623740416
დაკოპირებულია

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 11 ოქტომბერს, თბილისში, ყაჩაღობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ნასამართლევი ლ.ც. თავს დაესხა ბ.მ.-ს, რა დროსაც სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით და იარაღის დემონსტრირებით დაზარალებულის 2500 ლარის ღირებულების მოპედს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ც.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 12 ოქტომბერს, ერთ-ერთი სარდაფიდან ლ.ც.-ს მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები ამოიღეს.

„ლ.ც. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის), 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

1628004080

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

1628002812

„ეს წარმოუდგენელი ამბავია. გახარიას პარტიას უხარია, რადგან მათთვის 9% ძალიან მაღალია და ეს გაყალბებული მონაცემების შედეგია“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

1628002471

„თუ გიორგი გახარია საუბრობს ღირსებაზე და ამბობს, რომ წარსულზე საუბარი არ სურს, მაშინ გაიხსენოს, რაც იკადრა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტარები კურდღლებივით დაიმალნენ. ოღონდ ეს კი არ მოყვა, არამედ მოიტყუა კიდეც. ანუ წარსულზე კი არ ისაუბრა, არამედ ტყუილი მოიგონა და ასეთი რამ აკადრა ყოფილ თანაგუნდელებს და პირადად მეც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

1628001973
„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე Pia.ge 2021

მამუკა მდინარაძე: კვლევების გაყალბება პირველ...

„კვლევების გაყალბება პირველ რიგში უზრუნველყოფს საზოგადოებაში არასწორი განცდების შექმნას, მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოება ამით აღარ ტყუვდება“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ IRI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

1627995155
„ქვეყანაში უამრავი პრობლემები გროვდება მ...

„იმ მომენტში როდესაც საქართველომ თავის ნებაზე მიუშვა დელტა შტამი და ამით ტკბება. იმ უამრავ დამატებით პრობლემაზე (ინფიცირებულებზე აღარ არის ლაპარაკი) არც კი არის საუბარი, რასაც კოვიდი იწვევს და რა მძიმე შედეგები მოჰყვება ყველაფერ ამას“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.

„დიახ, ღია წერილით მივმართეთ რუსეთის ფედ...

„უნდა ვიხელმძღვანელოთ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია არამტრული რეჟიმი რუსეთთან“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბელორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის ხე...

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ბელარუსიდან გაქცეულ ადამიანებს დახმარებას უწევდა, უკრაინის დედაქალაქ კიევში გარდაცვლილი იპოვეს. მისმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ მას უცნობი ადამიანი აედევნა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.