მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

დეჟავუში აფეთქება მოხდა

კახეთში თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიას 35 წლის მოტომრბოლელი ემსხვერპლა.

შემთხვევის შედეგად კაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოცურდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.

როგორც Pia.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.