მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში

პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ის უწყებაში განუცხადეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად იცავენ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამ ეტაპზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია 12 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან განახლდა.

აქციის მონაწილეები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შსს-მ განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა.