მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქობულეთსა და ბათუმში ზღვაში 2 კაცს ეძებენ

მაშველები ზღვაზე

აჭარაში ზღვაში გაუჩინარებულ ორ მამაკაცს ეძებენ. ერთი ქობულეთის, მეორე კი კვარიათის სანაპიროზე იძებნება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ღონისძიებაში ორივე ლოკაციაზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური დაუყოვნებლივ ჩაერთო.

სამძებრო- სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობს 30 კაცამდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 7 მყვინთავი, 2 კატარღა, კვადროციკლი და დრონები.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.