მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველამ მყარი არგუმენტებით უნდა ისაუბროს და არა ვარაუდებით“ - მიტროპოლიტი გრიგოლი დავით გარეჯის საქმეზე

მიტროპოლიტი გრიგოლი

„თუ ეს ადამიანები, მხოლოდ ამ ბრალდებით უნდა მისცენ პასუხისგებაში და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, ძალიან გული დამწყდება“, - ამის შესახებ მიტროპოლიტმა გრიგოლიმ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არქიმანდრიტი კირიონი, რომელიც პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე გამოიკითხა, გულწრფელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მედიაში მან განცხადებები უფრო ემოციურ ფონზე გააკეთა.

„ეკლესიის პოზიციას მაშინ გავიგებთ, როდესაც სინოდი შეიკრიბება და იმსჯელებს. სინოდი ერთი წელია არ შეკრებილა.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს.

მე არ ვიცი მამა კირიონს რა მოტივები აქვს. ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ის ამბავი, რასაც ჰყვება, ეს არის უფრო ემოციური მხარე.

ჯობია, ყველამ მყარი არგუმენტებით ისაუბროს და არა მხოლოდ ვარაუდებით“,- აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების განხორციელების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

7 ოქტომბერს, საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკავა.

გამოძიება სსკ-ის 308 მუხლით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე დაკავებულ ორივე პირს 8 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.