მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველას ბოდიშს ვუხდი“ - მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა (ვიდეო)

ბიზნესლედი მაია რჩეულიშვილი

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა.

რჩეულიშვილი სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ გათავისუფლდა.

როგორც მაია რჩეულიშვილმა აღნიშნა, ის ბიზნესაქმიანობის გაგრძელებას არა პირებს.

„ყველას ბოდიშს ვუხდი, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. უდიდესი მადლობა თბილისის მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა. დიდება უფალს, რომ დამთავრდა. ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე ჩვეულებრივად ციხიდან ვმუშაობდი. ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო დასჭირდა. საპროცესო გაფორმდა „მიონის“ ობიექტზე“, - აღნიშნა რჩეულიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2019 წელს რჩეულიშვილს „ცენტრ პოინტის“ საქმეზე, კერძოდ, „მიონის“ ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და თავისუფლების აღკვეთა 7 წლით მიუსაჯა. რჩეულიშვილი საპატიმროში 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ის „მაგნოლიას” საქმის ეპიზოდზე 2016 წლის ივლისში დააკავეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველა დაზარალებული კუთვნილი ფართით კონკრეტულ ვადებში დაკმაყოფილდება.