სამართალი

„მამა გიორგი მამალაძე არის კრიმინალი; შემოწირულობები ადრესატამდე არ მიდიოდა“ - სოსო გოგაშვილი

სოსო გოგაშვილი
1613240599
დაკოპირებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა TV პირველის ეთერში მამა გიორგის მამალაძეზე და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მამალაძე კრიმინალია და ის თანამზრახველებთან ერთად არაკეთილსინდისიერად ითვისებდა ეკლესიისათვის შემოწირულ თანხებს.

„მამა გიორგი მამალაძე არის კრიმინალი. მამალაძეს და მის თანამზრახველებს საპატრიარქოში გაუჩნდათ საფრთხე გავლენის დაკარგვის, მათ ჰქონდათ ფინანსებთან წვდომა. აქ საუბარია შემოწირულობებზე, რომლებიც ადრესატამდე არ მიდიოდა.

მათ ჰქონდათ არხები, საიდანაც შოულობდნენ ფულს, ერთ-ერთი არხი იყო შემდეგი:

მათ მიჰქონდათ პატრიარქის ნდობით აღჭურვილ პირებთან ეს შემოწირულობები, მაგრამ ის ადამიანი ვისაც მიჰქონდა ხომ რა დაიწყებდა გადამოწმებას. ხშირ შემთხვევაში ოხანაშვილს მიჰქონდა თანხა ადრესატამდე.

ამის პრევენცია შეეძლოთ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ, ესენია ქორეპისკოპოსები და სხვა ადამიანები.

როდესაც მაგალითად მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობისთვის შეიძლებოდა, რომელიმე ბიზნესმენს თანხა შეეწირა იქ ამის კონტროლი შეეძლო იმ ჯგუფს, რომელიც ადგილზე იყო. მაგრამ ამ ჯგუფის ჩამოშორება თუ მოხდებოდა შესაბამისად, კონტროლი აღარ არის და შეგიძლია მაგალითად 100 ათასიდან 50 ათასი დაიტოვო. ისინი არ დაიწყებდნენ ამის გადამოწმებას პატრიარქთან, მაგრამ ამის პრევენცია შეეძლოთ გაეკეთებინათ ჭინჭარაულს, ქორეპისკოპოსს, ბოტკოველს და შორენა თეთრუაშვილსაც.

ერთხელ სცადეს მათ ბიუჯეტის თანხების მიტაცებაც. როდესაც დაიწვა სამების ახალგაზრდული ცენტრი, დაიწვა თუ დაწვეს ამაზე თავს ვერ დავდებ, მაშინ გააკეთეს მამალაძემ, დაცვის სამსახურმა და არც თუ ისე კარგი რეპუტაციის სასულიერო პირები იყვნენ ჩართულნი. მათ გააკეთეს ხარჯთაღრიცხვა და 3 600 000 მოითხოვეს ბიუჯეტიდან დახმარების სახით, რადგან ახალგაზრდული ცენტრი აღდგენილიყო, ჩვენ გამოვიკვლიეთ და იქ ჩასატარებელი სამუშაოს კვლევა. ჩვენ თვითონ ვაწარმოეთ. აღმოჩნდა, რომ რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარამდეც არ იყო საჭირო.

ეს თანხა მიდიოდა მათი ახლობლის კომპანიაში, საიდანაც 1 მილიონს დახარჯავდნენ, ხოლო დანარჩენი თვითონ უნდა დარჩენოდათ სოსო ოხანაშვილს და გიორგი მამალაძეს.

ეს ინფორმაცია მივაწოდეთ საპატრიარქოს, რომ იგეგმებოდა ამ ტიპის გარიგება“- განაცხადა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

„ციანიდს მოაყრიდნენ საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტენა პატრიარქისთვის“ - გოგაშვილის ვერსია ციანიდის საქმეზე

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.