მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ოჯახზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს

საბაგიროს დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი - 1970 წელს დაბადებული ტ. პ. და 1994 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ტ.პ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, ხოლო 1994 წელს დაბადებული ი.პ. სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ დროისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულმა, 1992 წელს დაბადებულმა ე.ა.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 პირი მოკლა და 2 პირის მკვლელობას შეეცადა, მოკლულთა ახლობლები - ტ.პ. და ი.პ. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ. ტ.პ.-მ ნიჩბის გამოყენებით ე.ა.-ს მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ხოლო ი.პ.-მ მისი ოჯახის კუთვნილი ორი ავტომობილი დააზიანა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა.