მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დაკავება, ხელბორკილები Pia.ge

მარნეულში პოლიციამ 1999 წელს დაბადებული ო.მ. ხულიგნობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ნაცნობს - 2005 წელს დაბადებულ ა.ა.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, ამავე ტერიტორიაზე მყოფ ა.ა.-ს დედას -1969 წელს დაბადებულ ს.კ.-საც დაუპირისპირდა. მომხდარი დაპირისპირებისას ბრალდებულმა ს.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ხელის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულ ქალს სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი მკურნალობა გაეწია, რის შემდეგაც იგი კლინიკიდან გაეწერა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.