მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეგის ქარდავა N12 დაწესებულებაში გადაიყვანეს (ფოტოები)

მეგის ქარდავა N 12 დაწესებულებაში გადაიყვანეს

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა ექსტრადირების პროცესი დასრულდა.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა განაცხადა, უკრაინიდან ქარდავას ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით და გართულებების გარეშე ჩაიარა.

„იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკრაინის სახელმწიფოდან მეგის ქარდავას ექსტრადირება განახორციელა. ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით, გართულებების გარეშე ჩაიარა. ამჟამად, მეგის ქარდავა შესახლებული იქნება რუსთავის N 12 დაწესებულებაში,” - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.

მომდევნო ეტაპზე წარიმართება კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.

ინფორმაციისთვის, დღეს უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა. ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს.

ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა. ქარდავას სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა ბრალდება. ამასთან, სასამართლომ 5 საქმეზე ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ამავე თემაზე:

🔴 უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა

🔴 „დაჩქარებულად და დარღვევებით წარიმართა, პოლიტიკურ შეთანხმებას ჰგავს“ - მეგის ქარდავას ადვოკატი ექსტრადირებაზე

🔴 „წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს“ - თეა წულუკიანი მეგის ქარდავაზე