მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეგის ქარდავამ სასჯელის მოხდა უკვე დაიწყო“ - პროკურორი

საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, საქართველოში ექსტრადირებულმა მეგის ქარდავამ სასჯელის მოხდა უკვე დაიწყო.

მისი თქმით, სასჯელის ვადა 17 სექტემბრიდან აითვლება. რაც შეეხება სისხლის სამართლის დარჩენილ 6 საქმეს, მათზე არსებითი განხილვები სასამართლოში ეტაპობრივად განახლდება.

„საექსტრადიციო პროცედურების გათვალისწინებით, გარკვეულ შემთხვევებში შეჩერებული იყო საქმეების არსებითი განხილვა, აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოხდა მეგის ქარდავას ექსტრადირება, შესაბამისად, ეტაპობრივად მოხდება ყველა იმ საქმეზე სასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა, რომლებიც იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში“, - აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა.

მეგის ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა.

ქარდავას სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა ბრალდება. ამასთან, სასამართლომ 5 საქმეზე ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იგი, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დროს, ორჯერ დააჯილდოვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „დაჩქარებულად და დარღვევებით წარიმართა, პოლიტიკურ შეთანხმებას ჰგავს“ - მეგის ქარდავას ადვოკატი ექსტრადირებაზე

⭕ „წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს“ - თეა წულუკიანი მეგის ქარდავაზე

⭕ მეგის ქარდავა N12 დაწესებულებაში გადაიყვანეს (ფოტოები)