მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე ვახტანგი: გიორგი მამალაძე განტევების ვაცია

მეუფე ვახტანგი

მეუფე ვახტანგ ახვლედიანი აცხადებს, რომ ციანიდის საქმე ბოლომდე არ არის გამოძიებული. ამ საქმის მთავარი დამნაშავეები არ ჩანან.

მისი თქმით, ბრალდებულ გიორგი მამალაძეს თავისი წილი დანაშაული აქვს, თუმცა ის მაინც განტევების ვაცია.

„რეალური დამნაშავეები არ ჩანან. ეს არ არის სრულყოფილი გამოძიება. გიორგი მამალაძე განტევების ვაცია, თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ მას ამ საქმეში თავისი წილი დანაშაული ექნება.

ეკლესია შემწყნარებელია, თუმცა ამის საფუძველს პიროვნება უნდა გაძლევდეს, თუნდაც ამ შემთხვევაში გიორგი მამალაძე“,- აცხადებს მეუფე ვახტანგი „ტვ პირველის“ ეთერში.

კითხვაზე, ვინ არიან მთავარი დამნაშავეები, მეუფე ვახტანგი პასუხობს: „ეს გამოძიების საქმეა. ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი“.

ინფორმაციისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზეა დაკავებული. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.