ბოლნისში მკვლელობა მოხდა. კაცს ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, ბოლნისში კაცს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში მიყვანის დროს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი, უცნობია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.