მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთაწმინდის ფერდობზე, სადაც ავსტრალიის მოქალაქის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ადგილი, სადაც ავსტრალიელი ქალის ცხედარი

მთაწმინდის ფერდობზე, სადაც ავსტრალიის მოქალაქის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

ტერიტორია საპოლიციო ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილიდან გარდაცვლილის ცხედარი ჯერჯერობით არ გამოუყვანიათ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო და ღონისძიება.

ინფორმაციისთვის, თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ძალადობის კვალი ეტყობა.

ამავე თემაზე:

🔴 თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

🔴 შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

🔴 „აი, როგორ უნდა გაატაროთ შვებულება“ - რას წერდა შანიე საქართველოზე