მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, ვინც სხვადასხვა ქუჩაზე პლაკატები უნებართვოდ გააკრა“ - თბილისის მერია

მუნიციპალური ინსპექცია

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საპროტესტო პლაკატები გააკრეს. ამის შესახებ მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე.

სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად.

თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ კანონი და გავუფრთხილდეთ დედაქალაქის იერსახეს“, - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს, გვიან ღამით, მოქალაქეთა ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა უბნებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მედიამენეჯერების გამოსახულებით საპროტესტო პლაკატები გააკრეს.