მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის დროს დაკავებულ კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლის ჩაქუჩი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ დ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

შეგახსენებთ, რომ რომ დ.ხ. პოლიციამ 10 ივნისს დააკავა. მას ბრალად პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ედება და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, კიდევ ერთი პირია დაკავებული. მასაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.