სამართალი

დააკავეს პირი, რომელმაც თაბორის მონასტრის მამაოს „ფეისბუკი“ გატეხა და მრევლის ფულს დაეუფლა

ფინანსური სარგებლის
მიღების და კომპიუტერულ
სისტემაში უნებართვო
შეღწევის ფაქტზე ერთი პირი
დააკავეს
1634111136
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში უნებართვოდ შეაღწია 3 მოქალაქის „Facebook“-ის გვერდებზე. ა.ბ. დაუკავშირდა მათ „Facebook“-ის მეგობრებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტბანკის „სმს“ პაროლები, რის საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათსავე საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა.

ბრალდებულმა, ასევე, 2021 წლის ოქტომბერში უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის „Facebook“-ის გვერდზე და აღნიშნული ადამიანის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს. ა.ბ.-მ მრევლს, თითქოს უცხოეთიდან თანხის ჩასარიცხად, მოტყუებით გამოართვა საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტბანკის „სმს“ პაროლები, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათ კუთვნილ ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა.

გამოძიებამ, ასევე,დაადგინა, რომ ა.ბ. „Facebook“-ის გამოყენებით მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მის პირად კომპიუტერში, სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილი დაზარალებულების „Facebook“-ს გვერდებზე და საბანკო ანგარიშებზე შეღწევის ფაქტები აღმოაჩინა.

გამოძიების მონაცემებით, ა. ბ.-ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ამ ეტაპისთვის 10 დაზარალებული მოქალაქეა, ხოლო ფინანსური ზარალი 100 ათას ლარს შეადგენს. ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდოს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობამ გადააჭარბოს 300 000 ლარს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას, რამაც რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისში, მარნეულში, ლენტეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.

1635319108

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავად საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ჩამოვიდა. იგი ამ დროისთვის რუსთავის ციხეში იმყოფება.

1635318924

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. „ეარ ევროპასა“ და “იბერიის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა.

1635318840

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 434 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევა.

1635318156
ინფექცია, 2020

4337 ინფიცირება, 3137 გამოჯანმრთელება, 42 გარ...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 3137 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1635317580
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კახეთ...

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

დღეს დავით გარეჯის საქმეზე ბრალდების მხა...

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემ...

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.