მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ 14 ივლისს მიიღო. პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღემდე ემუქრება საფრთხე.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴მეუფე იაკობი: ეს პრაიდი რუსების შექმნილია და მათ რუსეთის მხრიდან შეიძლება პროვოკაცია მოეწყოთ

🔴„არ იყო ეს ქრისტიანული, არ იყო ეს ნორმალური, არ არის საჭირო ასეთი აგრესიის დაფიქსირება“ - დავით აქუბარდია 5 ივლისის შესახებ

🔴ჟურნალისტების სია, რომელთაც რადიკალური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ