სამართალი

პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 448 ფაქტი გამოავლინა

შსს-მ მოქმედი
რეგულაციების დარღვევის 469
ფაქტი გამოავლინა
1623395916
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 448 ფაქტი გამოვლინდა.

ცნობისთვის, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 49 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 313 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 86 ფაქტი გამოვლინდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.

განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

ქობულეთში პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადიან. სოფელ ბობოყვათში აქციის მონაწილეები კარვებს შლიან, სადაც სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება. ადგილობრივები ზღვისპირა ზოლში ადგილების გასხვისებას აპროტესტებენ.

1624446485

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული რ.ყ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1624445887

კიევის წყალსაცავში ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მამამისთან ერთად დაიკარგა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

1624445158

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტს პარლამენტი მუხლობრივად მეორე დღეა იხილავს.

1624443658
ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტომ
100 ათასლარიანი
თანადაფინანსების
გრანტების პროგრამა
მეშვიდედ გამოაცხადა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათ...

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეშვიდედ გამოაცხადა. საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია თბილისის ტექნოპარკის ეზოში, გარე სივრცეში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებ...

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებს - „კონცეპტ 360“- სთავაზობს. ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისაც ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი ფინანსური ინსტრუმენტი, გაუმჯობესებული შეთავაზებები და დამატებითი შესაძლებლობები. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

„თავისუფლება ზაზას“ - გახელაძის ოჯახი აქ...

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს.

პაკისტანში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვე...

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება.