მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პროკურატურა და სასამართლო იმსჯელებს, დასაკავებელი არიან თუ არა“ - გომელაური აქციის ჩაშლის გეგმაზე

გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 5-6 ივლისს ძალადობრივი ფაქტების ორგანიზებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ხოლო დააკავებენ თუ არა ვინმეს, ეს პროკურატურისა და სასამართლოს გადასაწყვეტია.

„რისი ორგანიზატორების დაკავება, უკაცრავად. გუშინ რა მიმოწერებიც გავრცელდა, ამაზე დავიწყეთ გამოძიება, მოვიყვანთ, დავკითხავთ და ჩვეულებრივად, დაკავება მოხდება თუ არა, ამას არ წყვეტს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არსებობს პროკურატურა და სასამართლო. აქედან გამომდინარე იმსჯელებენ ისინი, დასაკავებელი იქნებიან თუ არა ეს ადამიანები.

მე არ ვწყვეტ ვინმე უნდა დააკავონ თუ არა, ამას კანონი და სასამართლო წყვეტს“, - აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, თუ დეპუტატები პარლამენტში დაიბარებენ, მათ კითხვებზე საპასუხოდ საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად მივა.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „იდიოტიზმია, რომ გომელაურმა ჟურნალისტების ცემის ბრძანება გასცა“ - შს მინისტრი

👉 „როდესაც ეს ინციდენტები დაიწყო, პოლიციელები არ აღმოჩნდნენ საკმარისი რაოდენობით, რომ აბსოლუტურად დაეცვათ ჟურნალისტები“- მიხეილ სარჯველაძე

👉 მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ 8 პირს ბრალდება წარედგინა