მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა

პროკურატურა: სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 43 პირის მიმართ

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 21 ოქტომბერს, ბრალდებულმა ბათუმში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის N18 განყოფილების ეზოში,

„წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ერთ პირს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ოქტომბერს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლიდან „კალაშნიკოვის“ ავტომატი და საბრძოლო ვაზნები იქნა ამოღებული.

ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.