სამართალი

პროკურატურამ  „Facebook“ გვერდებზე უნებართვო შეღწევების და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის შენობა
1634209458
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურამ, „Facebook“-ის გვერდებზე უნებართვო შეღწევის და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ წარსულში ანალოგიური ქმედებისათვის ნასამართლევმა პირმა, უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის, „Facebook“ გვერდზე და მისი სახელით დაუკავშირდა მოქალაქეებს, მოტყუებით გამოართვა მათ ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის „სმს“ პაროლები, რისი საშუალებითაც მოიპოვა წვდომა მათ ინტერნეტ ბანკებზე, გააკეთა სწრაფი სესხები და დაეუფლა სხვადასხვა თანხებს.

„ბრალდებული, „Facebook“-ის გამოყენებით შეცდომაში შეყვანილი მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხას, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე ირიცხავდა, ხოლო შემდეგ - საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ქმედებით, ამ დროისთვის დადგენილია, რომ დაზარალებულია 14 პირი და ბრალდებული დაეუფლა 76 708 ლარს. გამოძიების შედეგად, შესაძლოა, გაიზარდოს დაზარალებულ პირთა წრე და მათთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ოქტომბერს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ( თავისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა, რამაც მნიშვნელოვანი და დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 „გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ე.ი.სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა არაერთგზის) 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.