სამართალი

ქართველი ემიგრანტების ფეისბუკ გვერდებზე უნებართვო შეღწევების და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარედგინა

რუსების მიერ
განხორციელებული
კიბერთავდასხმა
1626878317
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურამ, ქართველი ემიგრანტების ფეისბუკ გვერდებზე უნებართვო შეღწევების და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, წინასწარ შეისწავლეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველების ფეისბუკ გვერდების შესახებ ინფორმაცია, შექმნეს არავერიფიცირებული ონლაინ-კაზინო და ტოტალიზატორების ანგარიშები, გაუწიეს მობილიზება იმ პირებს რომელთა სახელზეც გაკეთდებოდა სწრაფი გზავნილები და დარიცხავდნენ დანაშაულებრივად მოპოვებულ თანხებს. აღნიშნული პირობების შექმნის შემდგომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის ფეისბუკ გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე მეგობრებს, რომლებსაც ონლაინ კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს. ბრალდებულები, თაღლითური გზით, 14 დაზარალებულის კუთვნილ 10 500 ლარს დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა 5 პირი 20 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. აღსანიშნავია, რომ მეექვსე ბრალდებული, სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოსავლენად და დაზარალებულ პირთა დასადგენად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პარტია გირჩის ლიდერი 2020

„როგორც  ზომიერად გააკრიტიკა მმართველი გ...

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ორივე მხარემ ამით დემოკრატიის სურათი დახატა.

„ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათ მითითებები, კრიტიკა, პატივისცემა რომ დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს თავსა და სიტყვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628011091

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628010128

„დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ვაქცინაციაზე გადის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628009494

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

1628007869
სროლა პენტაგონის
მახლობლად  სატრანზიტო
ცენტრში

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

მამუკა მდინარაძე: კვლევების გაყალბება პი...

„კვლევების გაყალბება პირველ რიგში უზრუნველყოფს საზოგადოებაში არასწორი განცდების შექმნას, მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოება ამით აღარ ტყუვდება“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ IRI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორ...

საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

გივი მიქანაძე: არანაირი საფუძველი არ გვა...

„არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვენდოთ შედეგებს, რომელიც IRI-ის დაკვეთით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა კომპანია IPM-მა განახორციელა“, - განაცხადა „რუსთავი-2-ის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.