სამართალი

პროკურატურამ მარნეულში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ორ პირს, ხოლო დანაშაულის შუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ პოლონეთის
მოქალაქის მკვლელობის
მცდელობისთვის გ.ხ.-ს
ბრალდება წარუდგინა
1632237761
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილარში მომხდარი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და მკვლელობის ფაქტზე ო.გ.-ს და ო.ტ.-ს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით, ხოლო ს.ა.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილარში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ო.გ.-მ და ო.ტ.-მ, მათი დის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარების მცდელობის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ჯ.ჩ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ხელ-ფეხი თოკით შეუკრეს და ავტომანქანით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც წყლის არხში ჩააგდეს. აღნიშნული პირების ქმედების შედეგად ჯ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული პირების მიერ ჩადენილ ქმედებას მათივე მეგობარი ს.ა. შეესწრო, თუმცა მან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა სამივე პირი 20 სექტემბერს დააკავეს. ო.გ.-ს და ო.ტ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რას სასჯელის სახედ და ზომად 13 -დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ს.ა.-ს ბრალდება 376-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახალხო დამცველი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1634487065

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1634486513

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა.

1634485859

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

1634482770
დაპირისპირება ეთერში

„შენ, ნიკა მელიამ და სააკაშვილმა დათხარეთ თვა...

ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ მოიხსენია.

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანა...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილები...

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფ...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.