სამართალი

ინტიმური ვიდეოს ფარულად გადაღებისთვის მარნეულის რესურსცენტრის დირექტორს ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურამ საფრანგეთის
მოქალაქეების დიდი
ოდენობით ფულადი თანხების
თაღლითურად დაუფლების და
უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის ფაქტი
გამოავლინა
1623393244
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე, ზ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა აცხადებს.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.გ.-მ 2019 წელს უკანონოდ, ფარულად გადაიღო ნაცნობ ქალთან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა.

„სამართალდამცველებმა ზ.გ. 2021 წლის 10 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, მათ შორის აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელების ფაქტის დადგენისა და მასში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.