სამართალი

პროკურატურამ  საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით  განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გ.ბ.-ს  ბრალდება წარუდგინა

გაეროს დანაშაულისა და
მართლმსაჯულების კვლევის
რეგიონთაშორისი ინსტიტუტი
(UNICRI): საქართველომ
შთამბეჭდავი რეფორმები
განახორციელა კორუფციის,
ორგანიზებული დანაშაულისა
და უკანონო ფინანსური
ნაკადების წინააღმდეგ
ბრძოლის კუთხით
1620296861
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 27 აპრილს, თბილისში, გ.ბ.-მ, ადვოკატის, გ.ფ.-ს მიმართ, რომელიც სასამართლო დავაში მის მოწინააღმდეგე მხარეს იცავდა, დაცვის განხორციელებასა და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

„სამართალდამცველებმა გ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადვოკატის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების დაზიანების მუქარა, დაცვის განხორციელებასა და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ გ.ბ.-ს გირაო 6 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს პროკურატურა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ფაქტებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალში გააგრძელებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ზაფხულში მნიშვნელოვან
საჭიროებას წარმოადგენს
მოქალაქეებისთვის
გადაადგილებაზე შეზღუდვის
მოხსნა“

შესაძლოა ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწე...

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება, ასევე, პრევენციული ზომების მიღებაზეც გაამახვილა.

1632340320

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1632340271

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ღამის კურიერის წამყვანი ევროკავშირის ელჩს შეადარა.

1632338176

2021 წლის 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამის საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1632336744

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე ისაუბრა. წულუკიანმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას - მოსწონს თუ არა ეს ბანერი, ჟურნალისტის მხრიდან კეკლუცობა უწოდა.

1632336554
საქართველოს გიდების
ასოციაციის ლოგო

პოლიციის მიერ მსგავსი დანაშაულის აღკვეთა უაღრ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას გიდების ასოციაცია ეხმაურება.

1632328746
„მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და...

„კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1632327970
მაბრალებენ, რომ მძიმე რაღაცებს ვამბობ, ა...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, ორსულებში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ორსულების აცრა მნიშვნელოვანია.

ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შე...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს შეხვდა.