მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ზ.კ-ს ბრალდება წარედგინა

როკურატურამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ვ.ბ.-ს, ხოლო მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე დ.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ზ.კ-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ივლისს, ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ზ.კ-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნის ყოფილი ბიზნესპარტნიორის გ.ლ-სა და მისი შვილის გ.ლ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად, მიღებული დაზიანებებით გ.ლ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილი დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.
სამართალდამცველებმა ზ.კ იმავე დღეს დააკავეს.

„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.