სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერ ქურდობაში“, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, „ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვასა და მხარდაჭერაში ბრალდებული რვა პირი დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურის
შენობა 12
1616068352
დაკოპირებულია

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერ ქურდობაში“, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვასა და მხარდაჭერაში ბრალდებული რვა პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის დასაწყისში, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა - ბ.ქ.-მ, ი.ჩ.-მ, მ.მ.-მ, ლ.დ.-მ და ი.ა.-მ, „კანონიერ ქურდთან“ - ჯ.კ.-სთან შეთანხმებით, ვ.წ.-ს მოუწყვეს „ქურდული გარჩევა“ და დააკისრეს თანხის გადახდა. აღნიშნულის შემდგომ, ვ.წ.-მ „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერის - ა.ს.-ს მეშვეობით თავის მხრივ მიმართა „კანონიერ ქურდს“ - თ.ქ.-ს. ამ უკანასკნელმა ვ.წ. გაათავისუფლა დაკისრებული თანხის გადახდისგან და გადაწყვეტილება „ქურდული სამყაროს“ წევრის - რ.პ.-ს მეშვეობით გადასცა ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-სა და ლ.დ.-ს.

„აღნიშნულ საკითხზე შემდგომში ერთმანეთს დაუკავშირდნენ და გადაწყვეტილება განიხილეს ,,კანონიერმა ქურდებმა“ - ჯ.კ.-მ და თ.ქ.-მ., რომლებიც შესაბამის მითითებებს აძლევდნენ ,,ქურდული სამყაროს“ ზემოხსენებულ წევრებს.

აღნიშნული ქმედებისთვის, ჯ.კ.-სა და თ.ქ.-ს. დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს „კანონიერ ქურდობას“. ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-ს, ლ.დ.-ს, ი.ა.-ს და რ.პ.-ს ბრალდება წარედგინათ სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ წევრობას, ა.ს.-ს კი სსკ-ის 2234-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას.

სასამართლომ „კანონიერ ქურდებს“ ჯ.კ.-სა და თ.ქ.-ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-სა და ი.ა.-ს - 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ა.ს.-ს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ.დ.-ს ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება რ.პ.-ს, იგი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. დასაბუთებული სასამართლო განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას მხოლოდ რ.პ.-სა და ლ.დ.-ს ნაწილში გაასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

შუახევის მუნიციპალიტეტში მორიგი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

1627631139

„პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფორმატში მოხდება მეცნიერების პრიორიტეტების განსაზღვრა“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1627630712

საქსტატის ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4400 სამშენებლო ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5%-ით მეტია.

1627630583

სომხეთის მთავრობამ, ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, 500 ჰექტარი მიწა BOO ხელშეკრულების პრინციპით გადასცა განახლებადი რესურსების არაბულ კომპანიას, რომელიც სომხეთის ცენტრალურ ნაწილში, თალინისა და დაშტადემის სოფლებში 200 მგვტ სიმძლავრის პირველ მზის ელექტრო სადგურს ააშენებს.

1627630490
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები
რაჭიდან“ — Social Impact Award-ის
ფინალისტები
საგანმანათლებლო სფეროდან

„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social I...

სოციალურ მეწარმეობაზე საუბრისას ხშირად გაიჟღერებს მოსაზრება, რომ ის ქველმოქმედებას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა, სინამდვილეში სოციალური საწარმო ბიზნესია საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობით.

1627628198
2712 ინფიცირება, 1561 გამოჯანმრთელება, 2...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ხოლო 1561 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერი...

სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, ქედის მუნიციპალიტეტში, კომპანიამ „აჭარა თრეიდინგ გრუფი” პოლიეთილენის ყუთების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

სამსუნგის Bespoke მაცივარი - შექმნილია შ...

საოჯახო მოწყობილობები იშვიათად გვთავაზობს განსაკუთრებულ დიზაინსა თუ ფერებს ჩვენი სამზარეულოსთვის, თუმცა სამზარეულო დამთანხმებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახია სახლში; Samsung მიზნად ისახავს შეცვალოს სტანდარტული მიდგომები Bespoke Appliance ინიციატივით.