მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

როკურატურამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ვ.ბ.-ს, ხოლო მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე დ.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ზ.ს.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ზ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ვ.ზ.-მ დამამძიმებელ გარემოებაში ზ.ს.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. პროკურორებმა სასამართლო პროცესზე რამდენიმე ათეული მოწმე დაკითხეს, გამოიკვლიეს ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები.

„მოწმეთა ჩვენებებით, ბალისტიკური, სამედიცინო, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომელმა ვ.ზ.-მ, წვეულების შემდეგ, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ზ.ს.-ს მოკვლა განიზრახა. მან ცეცხლსასროლი იარაღიდან მსხვერპლის მიმართ ზედიზედ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ზ.ს. მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ვ.ზ. იმავე დღეს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ვ.ზ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.