სამართალი

პროკურორი: რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას, საგამოძიებო ორგანო თავად წყვეტს სტრატეგიულად, საქმის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, როდის, რა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდეს

მიხეილ სააკაშვილი -
საქართველოს
ექსპრეზიდენტი Pia.ge
1633977074
დაკოპირებულია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე განმარტავს, პროცედურებს როდის გამოიკითხება მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე.

როგორც ლევან ვეფხვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, გამოძიება სააკაშვილის გამოკითხვის თაობაზე გადაწყვეტილებას სტრატეგიულად იღებს. პროკურორის თქმით, საგამოძიებო ორგანო ქრონოლოგიურად მიყვება და საქმეზე აუცილებლად ჩატარდება სრულყოფილი, ობიექტური და ამომწურავი საგამოძიებო მოქმედებები. „გამოძიება მიმდინარეობს, როგორც დანაშაულის დაფარვის მუხლით, ასევე საზღვრის უკანონო კვეთისას, მიგრანტის უკანონო გადმოყვანისას სათანადო პირობების შექმნის მუხლით, რაც გულისხმობს, რომ აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება და ყველა გარემოება უნდა შეფასდეს ვინ, რა ფორმით, როდის შეუწყო ხელი ძებნილი, მსჯავრდადებულის შეფარებას და შემდეგ, რა თქმა უნდა, სათანადო პირობების შექმნას. რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას და მასთან სხვა საგამოძიებო - საპროცესო მოქმედებებს, საგამოძიებო ორგანო თავად წყვეტს სტრატეგიულად, საქმის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, როდის რა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდეს. შესაბამისად, ქრონოლოგიურად მივყვებით და აუცილებლად აღნიშნულ საქმეზე ჩატარდება სრულყოფილი, ობიექტური და ამავდროულად ამომწურავი საგამოძიებო მოქმედებები, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოებას ეცნობება“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 434 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევა.

1635318156

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 3137 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1635317580

ინოვაციებით და მაღალი ხარისხით გამორჩეული პრემიუმ ბრენდი „ვოლვო ქარ საქართველო“ პირველი კომპანიაა ქართულ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების ონლაინ გაყიდვებს სთავაზობს.

1635317307

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები Bayraktar TB2 გამოიყენეს. ამის შესახებ mil.in.ua იუწყება.

1635316932
საუკეთესო შეთავაზებები
სამსუნგის ჰოლოგრამიან
სმარტფონებზე

მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიც...

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური მოწყობილობების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

იოსებ ხახალეიშვილი: ნინო ბურჯანაძის გამო...

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

27 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში ახალგაზრდებ...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.