მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლის ჩაქუჩი

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას აყენებდა და სასამართლოზე თითოეული ბრალდებულისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

გამოძიება ბრალდებულებს მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, მამა-შვილმა წოწერიამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ავტომანქანით სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

სამართალდამცველებმა პირველ ოქტომბერს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ასევე დააკავეს ემზარ ცომაია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს თბილისში დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული ბინა.