სამართალი

სააკაშვილის საქმის პროკურორი გირგვლიანის საქმეზე - წინასწარ მიცემული პირობა, რომ ჩაიფარცხებოდა დანაშაულის ორგანიზატორი, გახდა ის ბრალეულობა, რაზეც ვედავებით და არა ცალკე აღებულ შეწყალებაზე

პროკურორი ჯარჯი წიკლაური -
Pia.ge
1633976726
დაკოპირებულია

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს წინასწარ ჰქონდა პირობა გაცემული, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს სასჯელს შეუმცირებდა და შეიწყალებდა.

როგორც პროკურორმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, სწორედ ეს გახდა სააკაშვილისთვის ამ საქმეზე ბრალის წარდგენის საფუძველი. „თავის დროზე, გირგვლიანის მკვლელობის და წამების ამსრულებლები მიეცნენ პასუხისგებაში, მაგრამ ამ მძიმე დანაშაულის დამკვეთი და ორგანიზატორი, რომელიც იყო იმჟამად უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი, დათა ახალაია, მისთვის, რომ ხელი დაეფარებინათ, პრეზიდენტმა გასცა პირობა, შეიწყალებდა და შეუმცირებდა სასჯელს დანაშაულის ამსრულებლებს. წინასწარ მიცემული პირობა, რომ ჩაიფარცხებოდა და დაიფარებოდა დანაშაულის ორგანიზატორი, გახდა სწორედ ის ბრალეულობა, რაზედაც ჩვენ ვედავებით და არა ცალკე აღებულ შეწყალებაზე. პრეზიდენტის უფლებაა ჯარის გამოყვანა, როცა ამის საჭიროებაა, მაგრამ როდესაც ამ უფლებას გამოიყენებ და მშვიდობიან მომიტინგეებს დაუპირისპირებ, ეს უკვე დანაშაული და უფლებამოსილების გადამეტებაა“, - განაცხადა სააკაშვილის საქმის პროკურორმა.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
თელავში ავარია მოხდა

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კ...

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.