მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგამოძიებო სამსახურმა ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

დაკავება უაქციზო სიგარეტზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დაარწმუნა ფიზიკური პირი, რომ შეეძლო არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებზე, რომლებიც თავის მხრივ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელს არ შეუშლიდნენ ფიზიკურ პირს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა ფიზიკურ პირს გამოართვა ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339 1 მუხლის მე-2 ნაწილით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.