მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოს შენობა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესს ენმ-ის თავმჯდომარე არ ესწრება.

„სამწუხაროდ, პროკურატურა ცოცხალი თავით არ ამხელს მოწმეების ვინაობას, არღვევს შეთანხმებას დაცვის მხარესთან და თუნდაც რამდენიმე საათით ადრე არ გვეუბნება, რომელი მტკიცებულებების გამოკვლევას ვაპირებთ დღევანდელ პროცესზე

. ეს არის ძალიან სამწუხარო, როგორც ჩანს მათ აქვთ მსგავსი მითითება, ჩვენ პოზიციას დავაფიქსირებთ სასამართლო პროცესზე. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, - აცხადებს მელიას ადვოკატი გიორგი კოდახიშვილი.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ გახარია იძულებული რომ არ გამეხადა გადამდგარიყო, ხმას ამოიღებდით?! - ნიკა მელია უმრავლესობას

✔️ „შემოვედი იმისთვის, რომ ამ დარბაზიდან სათითაოდ გაგიყვანოთ, ტყვეობიდან ხართ დასახსნელი“ - ნიკა მელია

✔️ „ნიკა მელიას გამო ჩავწერეთ ამნისტია შეთანხმებაში და ახლა ხელს რომ არ აწერთ, უხერხული არ არის?“ - ელისაშვილი ენმ-ს

✔️ ირაკლი კობახიძე - დეპუტატებმა გახარიასგან მიიღეს პირობა, რომ თუ იმუნიტეტი მოიხსნებოდა და სასამართლო ნიკა მელიას პატიმრობას შეუფარდებდა, მოხდებოდა დაპატიმრება