სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მომუშავე პირებთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურმა საჯარო
სექტორში პერსონალურ
მონაცემთა დაცვის
საკითხებზე მომუშავე
პირებთან შეხვედრა
გამართა
1623415100
დაკოპირებულია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მომუშავე პირებთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დისტანციური შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა საჯარო უწყების 60-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით, სამომავლო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაზრდის მიზნით განხორციელდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის პრიორიტეტულია პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით საჯარო მოსამსახურეების მხარდაჭერა, ასევე - პრობლემური საკითხების ეფექტიანი და სწრაფი გადაწყვეტისთვის კომუნიკაციის მოქნილი სისტემის არსებობა.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე. ამასთან, ყურადღება გამახვილდა საჯარო სექტორში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა: მონაცემთა ბაზების უსაფრთხოება, ვიდეოთვალთვალის განხორციელება და საჯარო ინფორმაციის გაცემისას მონაცემთა დაცვის საკითხები.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა საჯარო უწყებების საჭიროებებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ღონისძიება იმ აქტივობების ნაწილია, რომელსაც სამსახური გეგმავს პერსონალური მონაცემების დასაცავად საჯარო უწყებებში ინფორმირებული, მომზადებული საჯარო მოსამსახურეების ქსელის შესაქმნელად. სამსახური მიესალმება საჯარო უწყებების მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობით ჩართულობას, უწყებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მომუშავე პირების გამოყოფასა და სამომავლო თანამშრომლობისთვის გამოხატულ მზაობას.

საჯარო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პროცესში არსებული პრობლემების პრევენციას, უწყებებსა და სამსახურს შორის სწრაფ კომუნიკაციასა და საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების გატარებას.

ჩინეთის განცხადება
ნატოზე

ჩინეთი მოუწოდებს ნატოს შეწყვიტოს “ჩინეთი...

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატოს “ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.

1623740967

„ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო, თუმცა, ჩაიწერა შარლ-მიშელის შეთანხმებაში, რომ უნდა გამოიცეს. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623740870

დღეს, 15 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1623740769

„კანონის უზენაესობას რომ პატივს არ სცემ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირება და სახელმწიფოს ღალატი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

1623740645
პროკურატურა121212

იარაღის გამოყენების მუქარით სხვისი მოპედის და...

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუ...

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობას განაგრძობს და ყველა ბავშვზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

დენის შმიგალი პრემიერს უკრაინა-საქართველ...

„დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს.

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-...

სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.