სამართალი

სენაკში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თავდამსხმელის დაკავება
1623739624
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ბ. გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სოფელ ხორშისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, 1975 წელს დაბადებული ლ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბ.გ. მომხდარიდან მეორე დღეს, ქალაქ მცხეთაში დააკავა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

პარტია გირჩის ლიდერი 2020

„როგორც  ზომიერად გააკრიტიკა მმართველი გ...

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ორივე მხარემ ამით დემოკრატიის სურათი დახატა.

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628010128

„დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ვაქცინაციაზე გადის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628009494

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

1628007869

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

1628005921
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში
ავარიული სახლის
გამაგრება მიმდინარეობს

თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის...

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორ...

საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

გივი მიქანაძე: არანაირი საფუძველი არ გვა...

„არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვენდოთ შედეგებს, რომელიც IRI-ის დაკვეთით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა კომპანია IPM-მა განახორციელა“, - განაცხადა „რუსთავი-2-ის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

„სააკაშვილის ხელისუფლების დროს მითხრეს,...

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, წინა ხელისუფლების დრო მას უშიშროების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მის მოსმენას აპირებდნენ.