მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასამართლომ ბობოყვათში აქციაზე დაკავებულ ოთხ პირს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ქობულეთში აქციაზე დღეს დაკავებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, კერძოდ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა.

აქციის მონაწილეები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ

ბობოყვათის მოსახლეობა უფრო მასშტაბურ აქციებს ანონსებს და პროცესში დიპლომატიური კორპუსის ჩართვას ითხოვს.

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ აჭარის მთავრობის მიერ აუქციონზე გასაყიდად გატანილი 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მათი მამა-პაპისეული საკუთრებაა და მისი დაკანონება ვერ მოახერხეს.

შეგახსენებთ, პროტესტის ნიშნად დღეს აქტივისტებმა რკინიგზის მაგისტრალი გადაკეტეს რის გამოც ბათუმი-თბილისის მატარებელი დაახლოებით ერთი საათი გაჩერებული იყო და პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.

აქციას აჭარის ეკონომიკის სამინისტროც გამოეხმაურა.