სამართალი

სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

სექსუალური ძალადობის
გამოძიების,
სისხლისსამართლებრივი
დევნისა და სასამართლო
განხილვის
სახელმძღვანელოს
პრეზენტაცია გაიმართა
1632381309
დაკოპირებულია

სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელოს ონლაინ-პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და პროკურატურის თანამშრომლები, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, საერთაშორისო ექსპერტი კაროლინ ედგერტონი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელო გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს და ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის - „თანასწორობა ახლა“ (Equality Now) მხარდაჭერით შემუშავდა, რომელიც უფლებებზე დაფუძნებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს. სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს და ადგილობრივ და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით შემუშავებულ ტექნიკებს და მეთოდოლოგიას მოიცავს, რომლის ავტორები და და კონტრიბუტორები - საერთაშორისო ექსპერტი კაროლინ ედგერტონი, Equality Now ევრაზიის რეგიონული წარმომადგენელი თამარ დეკანოსიძე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია ბარბაქაძე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლონდა ბიჭიკაშვილი და ექსპერტი გოგა ხატიაშვილი არიან.

„სახელმძღვანელო გამომძიებლების, პროკურორების და მოსამართლეებისთვის არის განკუთვნილი, სადაც ყურადღება ეთმობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: სექსუალური ძალადობის განმარტება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სქესობრივი დანაშაულების შემადგენლობების მიმოხილვა, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და სასამართლო განხილვის სტანდარტები, გამოძიების პროცესში გენდერული მოტივის გამოკვეთის საკითხები და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომები, მოსამართლის როლი მართლმსაჯულების პროცესში, მტკიცებულებათა სტანდარტი და სხვა.

სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები, რომლებმაც წიგნის ადგილობრივ კონტექსტზე მორგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

სახელმძღვანელო პროკურორებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც მათ საპროკურორო საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელებაში დაეხმარება. წიგნი ასევე განგრძობადი განათლების ფარგლებში, სპეციალიზებულ პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ევროპის საბჭოს, „თანასწორობა ახლა“-ს და სახელმძღვანელოს ავტორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2021 წელს, ევროპის საბჭოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაცია განხორციელდა.

„სქესობრივ დანაშაულებზე სპეციალიზაციის შემოღება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მართლმსაჯულების პროცესში მსხვერპლის უფლებების დაცვის სტანდარტების გაზრდის და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანად განხორციელების თვალსაზრისით“, - განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

როგორც ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ სახელმძღვანელო გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს და მკვეთრად გაზრდის სქესობრივ დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხს.

„საქართველოს პროკურატურისთვის ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით კი, ისეთი მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ, როგორიც არის სქესობრივი დანაშაულები, კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით, საქართველოს პროკურატურის მნიშვნელოვან პარტნიორებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ევროპის საბჭო წარმოადგენენ, რომელთა მუდმივი ხელშეწყობით, საქართველოს პროკურატურის შესაძლებლობების გაძლიერება და უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობის მხარდაჭერა ხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახალხო დამცველი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1634487065

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1634486513

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა.

1634485859

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

1634482770
დაპირისპირება ეთერში

„შენ, ნიკა მელიამ და სააკაშვილმა დათხარეთ თვა...

ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ მოიხსენია.

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანა...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილები...

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფ...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.